შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ერთეულს (Special Purpose Vehicle - SPV), რომელიც  მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა. აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტი ხორციელდება ნორვეგიული ჰიდროენერგო კომპანიის „ქლინ ენერჯი გრუფი“-ს, ინდური "Tata Power"-ისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, IFC InfraVentures პროგრამის ფარგლებში, რომელიც აი-ეფ-სიმ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი პროექტების ხელშეწყობის მიზნით დაიწყო.

 

ინვესტორთა საერთო მიზანია, რომ აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტი გარემოსდაცვის, ტექნიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით იყოს მდგარდი პროექტი.